პროექტებით სწავლება
понедельник, 3 октября 2016 г.
пятница, 15 мая 2015 г.
პირველი მოდულის რეფლექსია
კმაყოფილი ვარ ინტელის ტრენინგზე მუშაობის, შევიძინე საკმაო ცოდნა,მადლობელი ვარ ასევე ტრენერისა, რომელმაც დიდი ძალისხმევა გამოიჩინა და დაგვეხმარა ჩვენთვის საკმაოდ რთული საკითხების გააზრებაში,
воскресенье, 27 марта 2011 г.
პროექტი
პროექტის სახელწოდება: გავუფრთხილდეთ ეროვნულ საუნჯეს
პროექტის მთავარი იდეა: მდინარე ყვირილის ხეობაში არსებული კულტურულ
–არქიტექტურული ძეგლების მდგომარეობის მოსწავლეთა თვალით შესწავლა და მათ დაცვასა და გაფრთხილებაზე ზრუნვა.
პროექტის აქტუალობა: ეს პროექტი განსაკუთრებით აქტუალურია იმ მხრივ, რომ იგი საზოგადოების ფართო ფენებში და პირველ რიგში მოსწავლეებში ჩამოაყალიბებს შეხედულებებს ისტორიულ ძეგლთა დაცვასთან დაკავშირებით სწორ სამოქალაქო პოსზიციას, რადგანაც დრეისათვის კულტურული ძეგლების დაცვის მხრივ არასახარბიელო მდგომარეობაა.
პროექტის მიზნები: პროექტმა უნდა შეასრულოს ზოგადი განათლების ეროვნული მიზნებიდან გამომდინარე შემდეგი ამოცანა: ,,მოზარდმა უნდა შეძლოს: ა) ქვეყნის ინტერესების, ტრადიციების დაღირებულებების მიმართ საკუთარი პასუხისმგებლობის გააზრება: სასკოლო განათლებამ უნდა განუვითაროს მოზარდს უნარი, რომ სწორად განსაზღვროს საკუთარი ქვეყნის სახელმწიფოებრივი კულტურული, ეკონომიკური და პოლიტიკური ინტერესი და მისცეს მას სასიკეთო გადაწყვეტილების მირებისა და აქტიური მოქმედების საშუალება
მონაწილეთა ასაკი:15–დან 18–წლამდე
ვადები/ხანგრძლივობა:ერთი თვე
მოსალოდნელი შედეგები /პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეს განუვითარდება კულტურულიდა არქიტექტურულ ძეგლთა დაცვის მიმართ საკუთარი პასუხისმგებლობის გააზრება და სწორი სამოქალაქო პოზიცია.
პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები: სურათები, ვიდეომასალა, ადგილობრივი და ცენტრალური პრესა. ფოტოაპარატი, ვიდეოაპარატი
პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):
I-აქტივობა. ა)ჯგუფის შექმნა. სამუშაო გეგმის შედგენა მთელი ჯგუფის მონაწილეობით. მიმდინარე სამუშაოს შესრულების შემოწმებისათვის მონიტორინგის ქვეჯგუფის შექმნა.
I-აქტივობა. ა)ჯგუფის შექმნა. სამუშაო გეგმის შედგენა მთელი ჯგუფის მონაწილეობით. მიმდინარე სამუშაოს შესრულების შემოწმებისათვის მონიტორინგის ქვეჯგუფის შექმნა.
II–აქტივობა. ძეგლთან მუშაობისათვის, კერძოდ მისი მდგომარეობის შესასწავლად საჭირო მეთოდიკის სწავლება და საფუძვლიანი გავხილვა.
III–აქტივობა. მუშა ჯგუფის შექმნა კონკრეტული ძეგლის შესასწავლად. გრაფიკის შედგენა მათ შესასწავლად.
IV–აქტივობა. პროდუქტის განხილვა ჯგუფის შეკრებაზე.
V–აქტივობა. პროექტის პრეზენტაცია
საგანთან/საგნობრივ ჯგუფთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: პროექზე მუშაობა კავშირშია სასკოლო დისციპლინებთან და ეროვნულ სასწავლო გეგმასთან
პროექტის ხელმძღვანელი(მასწავლებელი):ოლეგ ყიფშიძე
ხელმძრვანელის ელ.ფოსტა:www.yipshidzeoleg@gmail.com
პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი: www.yipshidzeoleg.blogspot.com
Подписаться на:
Сообщения (Atom)